"4 ოქტომბერს, 15:00 საათზე ვიკრიბებით აქ, თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში, საიდანაც დიდი ახალგაზრდული რევოლუციური ტალღა დაიძვრება"


ავტორი
Front News საქართველო
4 ოქტომბერს, 15:00 საათზე ვიკრიბებით აქ, თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში, საიდანაც დიდი ახალგაზრდული რევოლუციური ტალღა დაიძვრება და შეუერთდება რუსთაველის გამზირზე გამარჯვებისთვის გამოსულ ჩვენს თანამემამულეებს, - ამის შესახებ ახალგაზრდული პლატფორმის განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე განცხადებით, საპროტესტო მსვლელობა რუსთაველის გამზირზე მყოფ აქტივისტებს შეუერთდება.
"გადავწყვიტეთ, მიუხედავად ჩვენ შორის არსებული განსხვავებებისა, დავდგეთ ერთად ამ გადამწყვეტ მომენტში და გადამწყვეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ სწორედ საკუთარ თავზე ამ გამარჯვების გზაზე.
კონკრეტული სამომავლო ნაბიჯების შესახებ მომდევნო დღეებში უფრო დაწვრილებით კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ მოგახსენებთ.
ახლა გვინდა ჩვენი თაობის წარმომადგენლებს მივმართოთ და გაცნობოთ, რომ 4 ოქტომბერს, 15:00 საათზე ვიკრიბებით აქ, თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში, საიდანაც დიდი ახალგაზრდული რევოლუციური ტალღა დაიძვრება და შეუერთდება რუსთაველის გამზირზე გამარჯვებისთვის გამოსულ ჩვენს თანამემამულეებს. გელოდებით ყველას", - აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
საპროტესტო აქცია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს