4 ოქტომბრის არჩევნებში 14 პარტია მიიღებს მონაწილეობას


ავტორი
Front News საქართველო
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.
ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაციამ განიხილა ყველა წარდგენილი განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია. შედეგად, 14 პარტიაა რეგისტრირებული, რომელთაც მიენიჭათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ცესკოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სულ 17-მა პარტიამ მიმართა. მათგან სამს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, ვინაიდან მათ ვერ დააკმაყოფილეს კანონით დადგენილი მოთხოვნები.
პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების, მაჟორიტარი და მერობის კანდიდატების წარდგენას, რომელსაც პარტია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგენს (არაუგვიანეს 4 სექტემბრისა), რის შემდგომაც დაიწყება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმებისა და შემდეგ უკვე რეგისტრაციის პროცესი.
2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიების ჩამონათვალი საარჩევნო ნომრის მიხედვით:
„კონსერვატორები საქართველოსთვის“ (3), „მამული, ენა, სარწმუნოება“ (1), „სახალხო ხელისუფლება“ (14), „ძლიერი საქართველო-ლელო“ (9), „გახარია საქართველოსთვის“ (25), „ქართული ოცნება“ (41), „გირჩი“ (36), „საქართველო“ (11), „მემარცხენე ალიანსი“ (10), „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ (8), „ქართველ ერთობა“ (4), „მწვანეთა პარტია“ (12), „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ (5), „თავისუფალი საქართველო“ (7).
თაგები:
არჩევნები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს