40-მდე დაუვიწყარი კონცერტი და თაკარას შთამბეჭდავი ემოციები - "საქართველოს ბანკი" ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილების" მთავარი სპონსორი


ავტორი
Front News საქართველო
ახალი პროგრამა, ექსპერიმენტული და განახლებული ქორეოგრაფია - ეს თაკარას ღია სცენაა, სადაც სეზონის განმავლობაში 40-მდე კონცერტი გაიმართა.
წელს, სუხიშვილების ანსამბლის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თაკარას სცენაზე კიდევ ერთხელ გაცოცხლდა კარგად ნაცნობი ტრადიციული რეპერტუარი თანამედროვე ელემენტებითა და განახლებული ქორეოგრაფიული დადგმებით. მაყურებელმა კიდევ ერთხელ შეიგრძნო სუხიშვილების და ქართული ცეკვის ენერგია და ჟინი, რომელიც არ ჩერდება.
სწორედ ამიტომ, მაყურებელთა დიდი ინტერესისა და მოთხოვნის გამო, ზაფხულის სეზონის დასრულების შემდეგ, ანსამბლმა სექტემბერში დამატებით გამართა ღონისძიებები.
ახლა, კი როცა სეზონი დასრულებულია, უნდა დაველოდოთ 2026 წლის ახალი სეზონის გახსნას, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიახლესა და დაუვიწყარ სანახაობას გვპირდება. თაკარა ხომ ის სივრცეა, სადაც ინოვაცია, ექსპერიმენტები და ტრადიცია ერთმანეთს ხვდება.
საქართველოს ბანკი - ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილების" მთავარი სპონსორია.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს