46 309 კოვიდინფიცირებულიდან საავადმყოფოებში 4 379 მკურნალობს

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 567 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 479 შემთხვევა, აჭარა – 587, იმერეთი – 434, ქვემო ქართლი – 159, შიდა ქართლი – 254, გურია – 130, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 199, კახეთი -130, მცხეთა-მთიანეთი -84, სამცხე-ჯავახეთი – 85, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -26.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 309 საიდანაც: 4 379 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 852, აჭარაში – 596, იმერეთში – 797.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 003 პირი, მათ შორის, თბილისში – 445, აჭარაში – 128, იმერეთში – 255. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში – 163, აჭარაში – 45, იმერეთში – 25.
2 077 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 300 – თბილისში, 539- აჭარაში.
39 853 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
თაგები:
კორონავირუსი




