Logo

46 393 კოვიდინფიცირებულიდან საავადმყოფოებში 6 523 მკურნალობს

Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 331 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 623 შემთხვევა, აჭარა – 184, იმერეთი – 822, ქვემო ქართლი – 245, შიდა ქართლი – 428, გურია – 86, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 326, კახეთი – 311, მცხეთა-მთიანეთი – 140, სამცხე-ჯავახეთი – 133, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 393 საიდანაც: 6 523 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 575, აჭარაში – 506, იმერეთში – 1 404.

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 670 პირი, მათ შორის, თბილისში – 662, აჭარაში – 126, იმერეთში – 504. 

 

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 377 პირი,  მათგან თბილისში – 210, აჭარაში – 42, იმერეთში – 39. 1 148 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 723 – თბილისში, 247 – აჭარაში. 38 722 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 603 ადამიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები