Logo

470 ოკუპანტი, 11 ჯავშანტექნიკა, 6 დრონი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
391
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 183 130 (+470) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 18.04.2023-მდე: ტანკები – 3 661 (+1), ჯავშანტექნიკა – 7098 (+11), საარტილერიო სისტემები – 2 810 (+6), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 538 (+0).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 285 (+0), თვითმფრინავი – 308 (+0), ვერტმფრენები – 293 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2353 (+6), ფრთოსანი რაკეტები – 911 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  5676 (+4), სპეციალური ტექნიკა – 330 (+2). 

 

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს რუსების 70 თავდასხმა კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას და მარინკის მიმართულებით. ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან.

Advertisement