4GB-ს მუსიკალური ფესტივალი 16 მაისს გაიმართება – პროექტის მხარდამჭერია “საქართველოს ბანკი”


ავტორი
Front News საქართველო
16 მაისს, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი 4GB ახალი ფორმატით გაიმართება. ფესტივალი ერთდღიანი იქნება და მასზე მხოლოდ მაიკლ მაიერსი დაუკრავს. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.
4GB ფესტივალი ვიზიტორებს რადიო ქალაქში უმასპინძლებს. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ, ვებგვერდზე არის შესაძლებელი. გაითვალისწინეთ, ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია.
ამასთან, იმ ადამიანებს, რომლებმაც 4GB-ის ფესტივალის ბილეთები შარშან შეიძინეს და შეინახეს, შესაძლებლობა ექნებათ, როგორც წლევანდელ ივენთს, ასევე მომავალ ფესტივალს განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით დაესწრონ.
ინფორმაციისთვის, 4GB რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური ღონისძიებაა, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან იმართება. სამწლიანი პაუზის შემდეგ, რომელიც კოვიდის პანდემიითა და უკრაინაში მიმდინარე ომით იყო გამოწვეული, ფესტივალი 2023 წელს დაბრუნდა და კვლავ აგრძელებს მსმენელისთვის დაუვიწყარი ემოციებისა და ღირებულებების გაზიარებას.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს