Logo

5-6 ივლისის მოვლენების შესასწავლად, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის პროექტი დარეგისტრირდა

პოლიტიკა
535
Frontnews image description

5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შესასწავლად, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის პროექტი დარეგისტრირდა. ინიციატივა  ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფს” ეკუთვნის. 

 

საგამოძიებო კომისიამ სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები უნდა გამოიძიოს. კომისიის მოქმედების ვადად 3 თვეა განსაზღვრული. 

 

ფრაქციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის მიზანი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხია, რომელიც ზიანს აყენებს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესებს. 

 

საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება.

თაგები:

5 ივლისი
Advertisement