5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს


ავტორი
Front News საქართველო
5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებული უშანგი დათუნაშვილი სასამართლო დარბაზიდან 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.
უფლებადამცველის განმარტებით, პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაყენების საფუძველი უშანგი დათუნაშვილის რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.
5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.
თაგები:
5 ივლისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს