50-ზე მეტი დაღუპული: ტიბეტში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა


ავტორი
Front News საქართველო
ტიბეტში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. უკვე ცნობილია 50-ზე მეტი დაღუპულის შესახებ.
მედიის ცნობით, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 53 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს და შესაძლოა, დაშავებულთა რიცხვი გაიზარდოს.
სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ინდოეთის ქალაქ დარჯილინგიდან ჩრდილოეთით 181 კილომეტრში, ევერესტიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 87 კმ-ში. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 09:05 საათზე მოხდა.
თაგები:
ტიბეტი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს