Logo

500-ზე მეტი ოკუპანტი და ათობით სამხედრო ტექნიკა – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
817
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 193 770 (+560) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 06.05.2023-მდე: ტანკები – 3717 (+7), ჯავშანტექნიკა – 7238 (+14), საარტილერიო სისტემები – 2 992 (+14), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 552 (+2).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 306 (+2), თვითმფრინავი – 308 (+0), ვერტმფრენები – 294 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2554 (+14), ფრთოსანი რაკეტები – 947 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  5936 (+20), სპეციალური ტექნიკა – 375 (+2). 

 

გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების 50-მდე თავდასხმა მოიგერია. ბრძოლის ეპიცენტრად ბახმუტი და მარინკა რჩება.

Advertisement