Logo

500-ზე მეტი ოკუპანტი, თვითმფრინავი და ვერტმფრენი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
545
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.    

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 99 750 (+510) ჯარისკაცი დაკარგა.            

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 21.12-მდე: ტანკები – 3 002 (+7), ჯავშანტექნიკა – 5 979 (+5), საარტილერიო სისტემები – 1 972 (+12), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 412 (+2).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 212 (+0), თვითმფრინავი – 281 (+1), ვერტმფრენები – 267 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1688 (+8), ფრთოსანი რაკეტები – 653 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4 608 (+9), სპეციალური ტექნიკა – 178 (+1).

Advertisement