51 საარტილერიო სისტემა, 933 დრონი, 950 ოკუპანტი ერთ დღეში - რუსეთი ახალი დანაკარგები უკრაინაში

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 220 950 (+950) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 13.01.26-მდე: ტანკები – 11 544 (+3), ჯავშანტექნიკა – 23 899 (+7), საარტილერიო სისტემები – 36 024 (+51), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 600 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 270 (+0), თვითმფრინავები – 434 (+0), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 105 354 (+933), ფრთოსანი რაკეტები – 4 155 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 73 887 (+145), სპეციალური ტექნიკა – 4 042 (+0).





