550 ჯარისკაცი, 1 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 56 060 (+550) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 23.09-მდე: ტანკები – 2 254 (+18), ჯავშანტექნიკა – 4 796 (+20), საარტილერიო სისტემები – 1355 (+14), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 326 (+8).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 170 (+1), თვითმფრინავი – 254 (+1), ვერტმფრენები – 219 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 950 (+9), ფრთოსანი რაკეტები – 240 (+1). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 659 (+29), სპეციალური ტექნიკა – 126 (+1).
გენშტაბის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში ყველაზე მეტი დანაკარგი ოკუპანტებმა კრამატორსკის და დონეცკის მიმართულებით განიცადეს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს