Logo

6 დღის განმავლობაში თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

საზოგადოება
125
Frontnews image description

თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით ნაწილობრივ შეიზღუდება.

16 აგვისტოს 00:00 საათიდან, მომდევნო ექვსი დღის განმავლობაში, მთაწმინდის რაიონში, თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

ასევე, 16 აგვისტოს, 08:00 საათიდან, ოთხი დღის განმავლობაში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გმირთა მოედნის მიმართულებით, “საქართველოს რაგბის კავშირისა” და წრიულ საავტომობილო კვანძთან ვაკე-საბურთალოს პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა გზის სავალი ნაწილის მხოლოდ ერთ ზოლში შეიზღუდება.

Advertisement