Logo

6 დრონი, 10 საარტილერიო სისტემა, 550 ოკუპანტი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
1521
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 176 240 (+550) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 05.04.2023-მდე: ტანკები – 3 629 (+2), ჯავშანტექნიკა – 7005 (+6), საარტილერიო სისტემები – 2 707 (+10), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 532 (+4).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 280 (+0), თვითმფრინავი – 306 (+0), ვერტმფრენები – 291 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2283 (+6), ფრთოსანი რაკეტები – 911 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  5573 (+11), სპეციალური ტექნიკა – 299 (+1). 

 

გენშტაბის ინფორმაციით, ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის დანაკარგების მიუხედავად, მტერი არ წყვეტს შეტევას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას და მარიინსკის მიმართულებით.

Advertisement