Logo

60 საარტილერიო სისტემა, 437 საავტომობილო ტექნიკა, 1 130 ოკუპანტი ერთ დღეში - რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
501
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 368 040 (+1130) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 03.06.26-მდე: ტანკები – 11 974 (+5), ჯავშანტექნიკა – 24 673 (+7), საარტილერიო სისტემები – 43 172 (+60), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 826 (+5).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 403 (+3), თვითმფრინავები – 436 (+0), ვერტმფრენები – 353 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 1 548 (+6); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 325 615 (+1853), ფრთოსანი რაკეტები – 4 733 (+40).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 33 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 102 575 (+437), სპეციალური ტექნიკა – 4 245 (+4).

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები