Logo

61 080 კოვიდინფიცირებულიდან საავადმყოფოებში 4 443 მკურნალობს

საზოგადოება
1395
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 351 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 742 შემთხვევა, აჭარა – 903, იმერეთი – 510, ქვემო ქართლი – 196, შიდა ქართლი – 238, გურია – 92, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 211, კახეთი -187, მცხეთა-მთიანეთი – 130, სამცხე-ჯავახეთი – 134, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.

 

➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 61 080 საიდანაც: • 4 443 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 912, აჭარაში – 612, იმერეთში – 809.

 

• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 010 პირი, მათ შორის, თბილისში – 427, აჭარაში – 133, იმერეთში – 255. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 276 პირი,  მათგან თბილისში – 157, აჭარაში – 48, იმერეთში – 21.

 

• 1 746 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 006 – თბილისში, 554- აჭარაში.

 

• 54 891 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები