Logo

63 საარტილერიო სისტემა, 1000-ზე მეტი ოკუპანტი, 1 960 დრონი ერთ დღეში - უკრაინის გენშტაბის განახლებული მონაცემები

უკრაინა
284
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 306 500 (+1 030) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 08.04.26-მდე: ტანკები – 11 846 (+5), ჯავშანტექნიკა – 24 368 (+4), საარტილერიო სისტემები – 39 625 (+63), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 723 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 341 (+1), თვითმფრინავები – 435 (+0), ვერტმფრენები – 350 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 225 301 (+1 960), ფრთოსანი რაკეტები – 4 517 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 33 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 88 103 (+241), სპეციალური ტექნიკა – 4 117 (+2).

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები