66 საარტილერიო სისტემა, 209 დრონი, 900-მდე ოკუპანტი ერთ დღეში - რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 071 780 (+890) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 19.08.25-მდე: ტანკები – 11 118 (+0), ჯავშანტექნიკა – 23 148 (+0), საარტილერიო სისტემები – 31 698 (+66), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1470 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1208 (+0), თვითმფრინავები – 422 (+0), ვერტმფრენები – 340, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 51 894 (+209), ფრთოსანი რაკეტები – 3558 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 59 060 (+123), სპეციალური ტექნიკა – 3943 (+1).
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, 18 აგვისტოს საღამოს მონაცემებით, დღის განმავლობაში ფრონტზე 133 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა. პოკროვსკის მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის 48 თავდასხმა მოიგერიეს.
თაგები:
უკრაინის გენშტაბი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს