7 დღეში უკრაინელმა სამხედროებმა 5 400 ოკუპანტი, 13 თვითმფრინავი, ათობით რაკეტა და სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს

ავტორი
Front News საქართველო
ერთი კვირის განმავლობაში, 23-დან 29 იანვრამდე, უკრაინელმა სამხედროებმა 5400 რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე მოახერხა მსუბუქი ჩქაროსნული ნავის, 13 თვითმფრინავის, 437 ერთეული იარაღისა და სამხედრო ტექნიკის განადგურება, – ამის შესახებ გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრე პავლიუკმა განაცხადა.
მტრის ჯამური საბრძოლო დანაკარგები 23-29 იანვრის პერიოდში:
ლიკვიდირებულია – 5400 ოკუპანტი;
განადგურებულია – 52 ტანკი, 98 ერთეული ჯავშანტექნიკა, 51 საარტილერიო სისტემა, 8 – მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 1 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 6 თვითმფრინავი, 7 ვერტმფრენი, 55 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები, 47 ფრთოსანი რაკეტა, 1 მსუბუქი ჩქაროსნული ნავი, 105 საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი და 6 სპეციალური ტექნიკა.
რუსი ოკუპანტების კატერის განადგურების შესახებ 23 იანვარს გახდა ცნობილი. 47 რაკეტა რუსეთის მიერ გაშვებული 55-დან 26 იანვარს, მასიური თავდასხმის დროს ჩამოაგდეს. დაბომბვის დროს სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


