7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის ნაწილი სასამართლომ დააკმაყოფილა


ავტორი
Front News საქართველო
7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის ნაწილი სასამართლომ დააკმაყოფილა. საქმეს მტკიცებულებად დაერთვება სამედიცინო ექსპერტების დასკვნა.
კერძოდ, საქმეს მტკიცებულების სახით დაერთვება სახალხო დამცველის დასკვნა და ცენტრ “ემპათიის” მიერ გაცემული დასკვნა. რაც შეეხება საჯარო განცხადებებს, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულს, რომ მიხეილ სააკაშვილი თუ ასე გააგრძელებს, მას საქმეები კიდევ დაემატება, მოსამართლეთა კოლეგიამ მტკიცებულების სახით არ დაურთო საქმეს და როგორც ცნობა, ისე მიიღო.
წარმოდგენილ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. 7 ნოემბრის საქმესთან ხსენებულ დასკვნები კავშირში არაა. პროკურორის თქმითვე, აღნიშნულ დასკვნებს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.
ადვოკატები ასევე 7 ნოემბრის საქმეზე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძისა და გენშტაბის ყოფილი უფროსის ზაზა გოგავას დაკითხვას ითხოვენ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს