Logo

7 ტანკი, 42 დრონი, 500-ზე მეტი ოკუპანტი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
1331
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 194 970 (+540) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 08.05.2023-მდე: ტანკები – 3730 (+7), ჯავშანტექნიკა – 7253 (+5), საარტილერიო სისტემები – 3018 (+8), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 554 (+0).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 306 (+0), თვითმფრინავი – 308 (+0), ვერტმფრენები – 294 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2614 (+42), ფრთოსანი რაკეტები – 947 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  5958 (+6), სპეციალური ტექნიკა – 384 (+4). 

 

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების 55 თავდასხმა მოიგერიეს ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას და მარინკას მიმართულებით. ბახმუტისა და მარინკისთვის მძიმე ბრძოლები გრძელდება.

Advertisement