71 წლის აზა ჩილაჩავას ერთდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ავტორი
Front News საქართველო
71 წლის აზა ჩილაჩავას რუსთაველის გამზირის გადაკეტვის საბაბით, ერთდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
სასამართლო პროცესზე მან განაცხადა, რომ გათავისუფლების შემდეგ კვლავ საპროტესტო აქციებს შეუერთდება.
პატიმრობა დაიწყო დაკავების მომენტიდან, 2 ნოემბრის 21:56 საათიდან. შესაბამისად, ჩილაჩავა დაკავების იზოლატორს, დაახლოებით, 22:00 საათისთვის დატოვებს.
71 წლის აზა ჩილაჩავა პოლიციამ რუსთაველის გამზირზე გუშინ დააკავა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მან მშრალი შიმშილობა დაიწყო.
თაგები:
აზა ჩილაჩავა




