8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 14 წლის მოზარდს 10-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ავტორი
Front News საქართველო
8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 14 წლის ბიჭს სამეგრელოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სასამართლომ თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
გავრცელებული ინფორმაციით, განაჩენს დაკავებულის ოჯახი არ ეთანხმება და საქმის გასაჩივრებას გეგმავს.
14 წლის ბიჭი 4 აპრილს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით წარედგინა, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
თაგები:





