Logo

800-მდე ოკუპანტი და 12 ტანკი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
342
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.     

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 116 080 (+790) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 16.01.2023-მდე: ტანკები – 3 118 (+12), ჯავშანტექნიკა – 6 204 (+21), საარტილერიო სისტემები – 2 099 (+5), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 438 (+1).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 220 (+1), თვითმფრინავი – 286 (+0), ვერტმფრენები – 276 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1872 (+5), ფრთოსანი რაკეტები – 749 (+26). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 17 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4 870 (+24), სპეციალური ტექნიკა – 190 (+3).

Advertisement