Logo

9 ეკომიგრანტმა ოჯახმა თანადაფინსებით ახალი საცხოვრებელი შეიძინა

რეგიონები
201
Frontnews image description

აჭარის მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე ბათუმის იუსტიციის სახლში, ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საკუთრების რეგისტრაციის პროცესს დაესწრო და ახალი საცხოვრებელის შეძენა მიულოცა.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით, უსაფრთხო საცხოვრებელი 9 ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა და ბიუჯეტიდან 500 000 ლარამდე გამოიყო. წელს პროგრამით უკვე ისარგებლა 53-მა ოჯახმა. ამ მიმართულებით, ჯამში, წლის ბოლომდე 170 ოჯახისთვის გამოიყოფა 8 მლნ 500 000 ლარი.

"აჭარის მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა. განხორციელებული ცვლილების თანახმად, ბენეფიციარებს საშუალება აქვთ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანხით, საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ააშენონ საცხოვრებელი სახლი ან საცხოვრებლად ვარგისი ფართი შეიძინონ მშენებარე კორპუსში.

ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩევენ", - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. 

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები