9 ივლისი დაცვის პოლიციის დღეა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროში დაცვის პოლიციის პროფესიული დღე აღინიშნა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე თეიმურაზ კუპატაძე, ასევე, დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები დაესწრნენ.
ღონისძიება დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გახსნა. თეიმურაზ კუპატაძემ თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისა და პროფესიული წარმატებებისთვის, მათ მადლობა გადაუხადა. სიტყვით გამოსვლისას, დაცვის პოლიციის ხელმძღვანელმა ისაუბრა დეპარტამენტის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და ყურადღება სამომავლო გეგმებზე გაამახვილა.
დაცვის პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, დეპარტამენტმა, სხვადასხვა დანაყოფის პირადი შემადგენლობა და ავტოტექნიკა წარმოადგინა.
ღონისძიების დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, პროფესიონალიზმით გამორჩეული 26 თანამშრომელი დააჯილდოვეს: განსაკუთრებული დამსახურებისთვის სამინისტროს მედალიონი დაცვის პოლიციის ორ თანამშრომელს გადასცეს, ხოლო 24 თანამშრომელი, სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის, მადლობის სიგელით დააჯილდოვეს.
თაგები:
დაცვის პოლიციის დღე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს