9 თვითმფრინავი და 160 ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო ერთი დღის განმავლობაში მტრის 9 თვითმფრინავი და 160 ოკუპანტი გაანადგურეს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 42 800 (+160) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 10.08-მდე: ტანკები – 1 832 (+5), ჯავშანტექნიკა – 4 086 (+10), საარტილერიო სისტემები – 971 (+7), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 261 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 133 (+0), თვითმფრინავი – 232 (+9), ვერტმფრენები – 193 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 766 (+9), საკრუიზო რაკეტები – 185 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 005 (+7), სპეციალური ტექნიკა – 89 (+2).


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს