Logo

900-ზე მეტი ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
798
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 456 960 (+910) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 18.04.24-მდე: ტანკები – 7196 (+3), ჯავშანტექნიკა – 13 835 (+8), საარტილერიო სისტემები – 11637 (+13), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1046 (+0).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 760 (+1), თვითმფრინავები – 347 (+0), ვერტმფრენები – 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 9284 (+5), ფრთოსანი რაკეტები – 2093 (+0).

 

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 26 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 15 618 (+31), სპეციალური ტექნიკა – 1915 (+5).

 

Advertisement