Logo

აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას 135 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

რეგიონები
166
Frontnews image description

აბაშის მუნიციპალიტეტში ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - კონსტანტინე გამსახურდიას 135 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული „კონსტანტინეობა“ გაიმართა.

სადღესასწაულო ღონისძიებების მთავარი ნაწილი სოფელ ძველ აბაშაში, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმში ჩატარდა. დღის განმავლობაში სტუმრებს შეეძლოთ დაეთვალიერებინათ მუზეუმში არსებული ექსპონატები, გასცნობოდნენ მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ მასალებს.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, აბაშის მერი გიგა გაბელაია და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერლის შვილიშვილი კონსტანტინე გამსახურდია ესწრებოდნენ.

სახლ-მუზეუმის ეზოში მდებარე ეთნოგრაფიულ სახლში, ექსპოზიციების და ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

"კონსტანტინეობა“ კონცერტით დასრულდა, რომელშიც მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი“ და ადგილობრივი ანსამბლები მონაწილეობდნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები