Logo

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა

უკრაინა
68
Frontnews image description

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა.

მოლაპარაკებები დაახლოებით 5 საათი გაგრძელდა და ის ხვალ განახლდება.

შეხვედრა ერთი დღის შემდეგ შედგა, რაც რუსეთმა უკრაინასთან "ენერგეტიკული ზავი“ დაარღვია და კიდევ ერთხელ დაარტყა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს.

უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 23-24 იანვარს გაიმართა. დიალოგი ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები