აჭარაში ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი გაიხსნა


ავტორი
Front News საქართველო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა ჩირუხის მთაზე ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი ოფიციალურად გახსნა.
სულხან თამაზაშვილმა, მოსახლეობას შუამთობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ აჭარაში აქტიურად გაგრძელდება სხვადასხვა ამბიციური პროექტის განხორციელება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას.
"წელს შუახევის მუნიციპალიტეტში შუამთობის დღესასწაულს განსაკუთრებული სიახლით ვხვდებით. ჩირუხის მთაზე აშენდა ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი, რომელიც დღეს ოფიციალურად გავხსენით. საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდა ზიპლაინის მშენებლობის თითოეული ეტაპი. პროცესში ჩართული იყო იტალიური კომპანია. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 9 მილიონი ლარი შეადგინა. ჩირუხის ზიპლაინი გამორჩეული ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურაა მაღალმთიან აჭარაში, რაც ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაზრდას, ხოლო მეორე მხრივ, დადებითად აისახება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. აჭარის რეგიონში აქტიურად გაგრძელდება სხვადასხვა მიმართულებით ამბიციური პროექტების განხორციელება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას", - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
ზიპლაინის სიგრძე 1789 მეტრია. სამონტაჟო სამუშაოები, ტექნიკური ოპერირება და უსაფრთხოების მონიტორინგი ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე იტალიურმა კომპანიამ განახორციელა.
მთიან აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ოთხი სეზონის ტურიზმის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩირუხის მთა დაკავშირებულია ხულოს მუნიციპალიტეტის ტურისტულ მარშრუტებთან და კურორტ გოდერძთან, სადაც უკვე მოწყობილია ტურისტული ბილიკები. შესაბამისად, ახალი ზიპლაინი ქმნის ტურისტული პროდუქტების ერთიან ჯაჭვს ორ მუნიციპალიტეტს შორის.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს