აჭარის პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე - 1995 წელს დაბადებული ს.ო. და 1989 წელს დაბადებული ლ.ა. ბათუმში დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული თაღლითური გეგმის მიხედვით, 1997 წელს დაბადებულ მ.მ.-ს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 123 800 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.
სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ს.ო. და ლ.ა. ბრალდებულების სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.





