Logo

აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღო

სამართალი
195
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1998 წელს დაბადებული ა.ჩ. და 1988 წელს დაბადებული ე. ს. დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 12 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ მათი პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინის“ შემცველი კაფსულები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლით მიმდინარეობს.

Advertisement