Logo

დავით გაბაიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

პოლიტიკა
219
Frontnews image description

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ თანამდებობა დატოვა.

"დიდი ხანია, ვფიქრობ ამაზე და გუნდთანაც მქონდა კონსულტაციები. უკვე არასრული ათი წელია, ვხელმძღვანელობდი უმაღლეს საბჭოს და ვფიქრობ, საჭიროა ცვლილებები.

რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის გუნდთან კავშირს, კარგად გახსოვთ, მე მანამდე გავხდი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ვიდრე თორნიკე რიჟვაძე დაიკავებდა მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას“, – განაცხადა დავით გაბაიძემ.

დავით გაბაიძე გარკვეული დროის შემდეგ უმაღლეს საბჭოს მანდატსაც დატოვებს.

მისი თქმით, აქვს სხვა შეთავაზებები, რომლებსაც ამ დროისთვის არ აკონკრეტებს.

დავით გაბაიძე ბოლო არჩევნების შემდეგ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ მესამედ იყო არჩეული.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები