Logo

“ადამიანების ციხეში ჩატოვება ჩემთვის იქნება ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომელსაც მე ხელს არ და ვერ მოვაწერ”

საზოგადოება
1500
Frontnews image description

დავით ბაქრაძე კრისტიან დანიელსონის საბოლოო დოკუმენტის მომზადებამდე რამდენიმე საათით ადრე, აცხადებს, რომ ის არ მოაწერს ხელს შეთანხმებას, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ ითვალისწინებს.

"დათმობა რომ მოგვიწევს ფაქტია, თუ დავთანხმდით დოკუმენტს, ოღონდ გააჩნია რისი დათმობა. მე მაგალითად ადამიანების ციხეში ჩატოვებს, მიუხედავად იმისა, რომ უმძიმესი ფასი ექნება ამ შეთანხმების ხელის არმოწერას, ადამიანების ციხეში ჩატოვება ჩემთვის იქნება ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომელსაც მე ხელს არ და ვერ მოვაწერ", – განაცხადა დავით ბაქრაძემ "მთავარი არხის" ეთერში.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ბაქრაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ახლა არჩევნების ჩატარება ქვეყანაში რთული იქნება, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ სიტუაცია დამშვიდდეს.

თაგები:

Advertisement