Logo

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ანა ბუჩუკური აირჩიეს

პოლიტიკა
13.07.2021 / 12:37
Frontnews image description

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ  კომიტეტის წევრებმა ანა ბუჩუკური აირჩიეს. ანა ბუჩუკურის კანდიდატურა უფრაქციო დეპუტატებმა  წარუდგინეს კომიტეტს. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  დასახელებულმა კანდიდატმა ეკა ხერხეულიძემ  უარი განაცხადა აღნიშნულ თანამდებობაზე.
 
კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ანა ბუჩუკურს აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით  მდიდარი გამოცდილება მთავრობის ადმინისტრაციაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროში მუშაობის განმავლობაში.
  
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომიტეტის თამვჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე საპარლამენტო ოპოზიციიდან აირჩევა.

თაგები:

Advertisement