Logo

ადვოკატი - აღნიშნულ საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ალეკო ელისაშვილმა რამე დანაშაული ჩაიდინა

სამართალი
135
Frontnews image description

მას შემდეგ, რაც პროკურატურა შევიდა ჩიხში იმ პირველ ეპიზოდთან - შუშის ჩატეხვასთან დაკავშირებით, იძულებული გახდნენ, რომ "შეეკერათ", დაეწყოთ ახალი საქმის გამოგონება, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არ არსებობს დოკუმენტი, რომელი ალეკო ელისაშვილის ბრალეულობას ადასტურებს.

"მას შემდეგ, რაც პროკურატურა შევიდა ჩიხში იმ პირველ ეპიზოდთან - შუშის ჩატეხვასთან დაკავშირებით, იძულებული გახდნენ, რომ "შეეკერათ", დაეწყოთ ახალი საქმის გამოგონება ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ და დღეს მიმდინარე საქმე არის მკაფიო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა "შეიკეროს" კონკრეტული პირის წინააღმდეგ საქმე.

მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ალეკო ელისაშვილმა რამე დანაშაული ჩაიდინა, არის მხოლოდ ერთი დასკვნა და ეს ნიმუშიც აღებულია გარე სივრციდან ხანძრის დროს, მას შემდეგ, რაც მეხანძრეებმა ის ჩააქრეს. ანუ, ყველანაირი კვალი რომც არსებობდეს აღნიშნული ნიმუშის, შეუძლებელია, ამ ნიმუშით საქმეში მონაწილე ფიგურანატის აღმოჩენა, დადგენა", - განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. ასევე, სცემა მანდატურს, დაკავების პროცესში კი წინააღმდეგობას უწევდა მანდატურებს და ცდილობდა იარაღის ამოღებას. ელისაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები