Logo

ადვოკატი - ამ კონკრეტულ საქმეში, სადაც მე ვიცავ რომეო მიქაუტაძეს, მას არანაირი ჩვენება არ მიუცია ბატონი ლილუაშვილის წინააღმდეგ

სამართალი
71
Frontnews image description

ამ კონკრეტულ საქმეში, სადაც მე ვიცავ ბატონ რომეოს, მას არანაირი ჩვენება არ მიუცია ბატონი ლილუაშვილის წინააღმდეგ, - ამის შესახებ რომეო მიქაუტაძის ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რომეო მიქაუტაძე კვლავ უდანაშაულოდ თვლის თავს.

“ამ ეტაპზე არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, პოზიცია არის ჯერჯერობით იგივე, რაც იყო - რომეოს პოზიცია არ შეცვლილა. ჩვენ ვაგრძელებთ დავას, მომავალში რა იქნება,  ვნახოთ.

მე არაერთხელ განვმარტე, რომ ამ კონკრეტულ საქმეში, სადაც მე ვიცავ ბატონ რომეოს, მას არანაირი ჩვენება არ მიუცია ბატონი ლილუაშვილის წინააღმდეგ. სხვა საქმეში მან მისცა თუ არა რაიმე ჩვენება ჩემთვის უცნობია, შესაბამისად, ჩემთვის უცნობია ის გარემოებაც, რა შეიძლება გახდეს მისი თავისუფლების საფუძველი და რა არ შეიძლება გახდეს. 

ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, რაც გვქონდა თავიდან, ის თავს მიიჩნევს უდანაშაულოდ  და ვაგრძელებთ ბრძოლას ამის დასამტკიცებლად", - განაცხადა ბექა ნემსიწვერიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში  ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის სხვა მოწმეები წარდგებიან. ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობით დაკითხულია 72 მოწმე და დარჩენილია 42.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები