Logo

ადვოკატი - არასდროს ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს არავისგან ქრთამი არ აუღია

სამართალი
62
Frontnews image description

არასდროს ბატონ ლილუაშვილს არავისგან, მათ შორის, არც კახაბერ გვანცელაძისგან ქრთამი არ აუღია. უფრო მეტიც, კახაბერ გვანცელაძე თვითონ რას იღებდა, ესეც კი არ არის დადასტურებული ჯერჯერობით, - ამის შესახებ სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არასოდეს არ ჰქონია თანამშრომლობა კახაბერ გვანცელაძეს და ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს და ეს საქმის მასალებიდან დასტურდება.

"ვინ იკითხება, დაცვის მხარისთვის ცნობილი არ არის, ვინაიდან, ბრალდების მხარეს არ მოუწოდებია დაცვის მხარისთვის იმ  მოწმე პირთა სია, რომელიც დღეს უნდა გამოიკითხონ. რაც შეეხება ზოგადად საქმეში არსებულ მასალას, რაც შემიძლია კატეგორიულად ვთქვა ბაღების ეპიზოდთან დაკავშირებით, არანაირი სახის მტკიცებულება, რომელიც ამხელს ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს, საქმეში ფიზიკურად არ მოიპოვება.

არასოდეს არ ჰქონია თანამშრომლობა კახაბერ გვანცელაძეს და  ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს, ეს საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ არანაირი შემხებლობა ამ ორ პირს ერთმანეთთან არასდროს არ ჰქონია. შესაძლოა, ჰქონოდათ ნაცნობობა.

ვინმე თუ რამე თანხას ითვისებდა, ეს ბუნებრივია, საგამოძიებო ორგანომ უნდა გამოიძიოს და შესაბამისი ზედამხედველობა განახორციელოს პროკურატურამ, მაგრამ არა იმის ხარჯზე რომ ადამიანი, გრიგოლ ლილუაშვილზე მაქვს საუბარი, რომელიც არანაირ შემხებლობაში არ არის დასახელებულ ეპიზოდთან, მას მოედავოს და ბრალდებულის სტატუსით აღჭურვოს აღნიშნულ ეპიზოდში. არასდროს ბატონ ლილუაშვილს არავისგან, მათ შორის, არც კახაბერ გვანცელაძისგან ქრთამი არ აუღია. უფრო მეტიც, კახაბერ გვანცელაძე თვითონ რას იღებდა, ესეც კი არ არის დადასტურებული ჯერჯერობით.

მე საქმის დეტალებში ვერ შევალ, გაუთქმელობაზე გვაქვს ხელი მოწერილი ადვოკატებს", - განაცხადა ლანა ცერცვაძემ.

პროკურატურამ სუსის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები