Logo

ადვოკატი - დასაბუთებული ვარაუდიც არ არსებობს, რომ ნიკოლოზ კაციამ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული

სამართალი
145
Frontnews image description

ბრალდების მხარემ მხოლოდ პოზიციები წარმოადგინა და მტკიცებულებები ვერ უზრუნველყოფს იმ ერთობლიობას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს, მოგვიანებით კი, უკვე 26 აგვისტოს, ჩვენ, დაცვის მხარე წარმოვადგენთ დასკვნით სიტყვას, - ამის შესახებ დაკავებული ნიკა კაციას ადვოკატმა ნინო ლომიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დასაბუთებული ვარაუდიც არ არსებობს, რომ ნიკოლოზ კაციამ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული.

"ბრალდების მხარემ მხოლოდ პოზიციები წარმოადგინა და მტკიცებულებები ვერ უზრუნველყოფს იმ ერთობლიობას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს, მოგვიანებით კი, უკვე 26 აგვისტოს, ჩვენ, დაცვის მხარე წარმოვადგენთ დასკვნით სიტყვას, სადაც დეტალურად აღვწერთ რა ხარვეზები ჰქონდა გამოძიებას, რამდენად გაყალბებულია ის მტკიცებულებები, რაც დღეს ნიკა კაციას მიმართ არსებობს. 

აპრიორი, რომ გამამართლებელი გადაწყვეტილებები გამოვიდა უკვე გამართლებულების მიმართ, აქ ქმნის იმას, რომ შესაძლოა, ჩვენს მიმართაც იმავე ფორმატით გავრცელდეს, თუმცა მაქვს დადებითი დამოკიდებულება, დადებითი მოლოდინი, ერთადერთი საფუძვლით, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა კი არა, გონივრულ ეჭვსმიღმა სტანდარტზე აღარ ვსაუბრობ, დასაბუთებული ვარაუდიც არ არსებობს, რომ ნიკოლოზ კაციამ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული - მიქმნის მოლოდინს, რომ საქმეში არ არის მტკიცებულებები", - განაცხადა ნინო ლომიძემ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტის ნიკა კაციას სასამართლო პროცესი გაიმართა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. შემდეგი სხდომა 26 აგვისტოს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.

Advertisement