Logo

ადვოკატი - დათუნა სულიკაშვილს განესაზღვრა თავისუფლების 6 თვით აღკვეთა, ასევე ჯარიმა 50 ათასი ლარის ოდენობით

სამართალი
147
Frontnews image description

ნარკოდანაშაულში ბრალდებული დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი საპატიმროს 9 ივნისს დატოვებს.

მისი ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის თქმით, დაკავებულს თავისუფლების 6 თვით აღკვეთა, პირობითი მსჯავრი და 50 ათას ლარიანი ჯარიმა შეეფარდა.

"დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება მხარეებს შორის. დათუნა სულიკაშვილს განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, დარჩენილი ნაწილი კი იქნება პირობითად. ის 9 ივნისს დატოვებს დაწესებულებას. მას ასევე განესაზღვრა ჯარიმა 50 ათასი ლარის ოდენობით. დათუნას პოზიციას რაც შეეხება, მისთვის აუტანელი აღმოჩნდა ის პირობები, ციხის პირობები და ასეთი ყოფა. ყოველი დღე იყო მისთვის გაუსაძლისი და ყოველ წამს და წუთს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, ამიტომ პირადი კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს იყო საუკეთესო გზა, ყველაზე სწრაფად დაეტოვებინა დაწესებულება. ბრალდება ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, 8-დან 20 წლამდე, ან უვადოს", - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა "ტვ პირველთან".

დათუნა სულიკაშვილი სამართალდამცველებმა 9 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძება-შენახვას გულისხმობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები