ადვოკატი - გამესაუბრა, ვერ წარმოუდგენია ეს, ის ფიქრობს, რომ კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას

ავტორი
Front News საქართველო
ვერ წარმოუდგენია ეს, ის ფიქრობს, რომ კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის კობა გაბუნიას ადვოკატმა გოჩა კვირიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქმის მასალები უფრო დაწვრილებით რომ იქნება დაცვის მხარისთვის ცნობილი, შემდეგ ჩამოაყალიბებენ აზრს.
"კონკრეტულად როგორ უდასტურდება პოტენციურად ის დანაშაული, რაც გააჟღერეს, ჩემთვის ეგ უცნობია.
თუ პოზიცია გაინტერესებთ, რომ გამესაუბრა, ვერ წარმოუდგენია ეს, ის ფიქრობს, რომ კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას. რაღაც მტკიცებულება კიდევ უნდა ჰქონდეთ, რომ ვთქვათ, რომ ამა თუ იმ პირმა ჩაიდინა დანაშაული. ამდენად, როცა გავეცნობით, რა აქვთ გარდა იმისა, რაც გააჟღერეს და ვინ მისცათ ეს ჩვენება, შემდეგ ჩამოგვიყალიბდება აზრი", - განაცხადა გოჩა კვირიკაშვილმა "ფორმულასთან" .
სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს. ასევე, პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა მასთან, ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან.
თაგები:
კობა გაბუნია
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


