ადვოკატი - გიორგი ახობაძეს ნარკოტიკი ჩაუდეს და ამას მტკიცებულებებითაც ვამტკიცებთ, მაგრამ ველოდებით, რომ შეიძლება მას დღეს მიესაჯოს საკმაოდ მძიმე სასჯელი


ავტორი
Front News საქართველო
გიორგის ნარკოტიკი ჩაუდეს და ამას მტკიცებულებებითაც ვამტკიცებთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ შეიძლება მას დღეს მიესაჯოს საკმაოდ მძიმე სასჯელი, - ამის შესახებ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ექიმი გიორგი ახობაძის ადვოკატმა მარიამ მაძღარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე ისარგებლებს დასკვნითი სიტყვით.
"დღეს დაცვის მხარე ვამბობთ დასკვნით სიტყვებს, შემდეგ იქნება რეპლიკების საფეხური და მერე საბოლოო სიტყვა ბრალდებული გიორგი ახობაძის და ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია, რომ გადაწყვეტილება გამოაცხადოს მოსამართლემ.
ჩვენ თავად ჩავატარეთ ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ის დნმ, რომელიც გადასულია შესაფუთ ნივთიერებაზე, არის გიორგი ნერწყვი და გიორგიც დაკავების დღიდან აღნიშნავდა, რომ მას პირის ღრუში გამოუსვეს თითები, რაც, სავარაუდოდ, ემსახურებოდა იმას, რომ გადაეტანათ მისი ნერწყვი და აღნიშნული დადასტურდა ექსპერტიზის დასკვნით. გარდა ამისა, გიორგი თავის ჩვენებაშიც ამბობდა, რომ მას არც აყურებინეს, როგორ დაილუქა ნარკოტიკული საშუალება.
გიორგის ნარკოტიკი ჩაუდეს და ამას მტკიცებულებებითაც ვამტკიცებთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ შეიძლება მას დღეს მიესაჯოს საკმაოდ მძიმე სასჯელი ", - განაცხადა მარიამ მაძღარაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ექიმი გიორგი ახობაძის პროცესი მიმდინარეობს. ის 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და თავისუფლების 8-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
თაგები:
გიორგი ახობაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს