Logo

ადვოკატი - ილია ღუდუშაურისთვის წაყენებული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, ან 5 წლამდე პატიმრობას

სამართალი
82
Frontnews image description

ბრალის ფორმულირება ეხება ერთ-ერთ კონკრეტულ შესყიდვას ერთ-ერთ ტენდერთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილის ილია ღუდუშაურის ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბრალი ჯარიმას, ან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"ბრალი წარუდგინეს 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ნიშნავს. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, ან 5 წლამდე პატიმრობას. პოზიციის დაფიქსირებისგან ამ ეტაპზე თავი შევიკავეთ, რადგან საქმის მასალები ახლა უნდა გადმოგვცენ. 

ბრალის ფორმულირება ეხება ერთ-ერთ კონკრეტულ შესყიდვას ერთ-ერთ ტენდერთან დაკავშირებით", - განაცხადა დიმიტრი მჭედლიშვილმა. 

პროკურატურამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ილია ღუდუშაურს სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, ვინაიდან ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, პროკურატურა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები