Logo

ადვოკატი – მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ექსტრადირებაზე სავარაუდოდ, უარს იტყვის

პოლიტიკა
353
Frontnews image description

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ექსტრადირებაზე სავარაუდოდ, უარს იტყვის – ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა  მესამე პრეზიდენტის რუსთავის ციხეში მონახულების შემდეგ განაცხადა. 

 

“ალბათ, უარს იტყვის ექსტრადირებაზე. მისი პოზიციაა, რომ ის ჩამოვიდა თავის სამშობლოში და აპირებს პოლიტიკურ ბრძოლას“, – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ.

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 1 ოქტომბერს სააკავეს. ის ადვოკატებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს პირველად მოინახულეს. 

 

სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა.  ზელენსკის თქმით,  ის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი,  ყველაფერს აკეთებს უკრაინის მოქალაქეების დაბრუნებისთვის ქვეყანაში და მიხეილ სააკაშვილიც უკრაინის მოქალაქეა.

Advertisement