Logo

ადვოკატი - ნიკა მელია არის ხელისუფლებისთვის მიუღებელი და ყველაზე ხანგრძლივი დროით რჩება საპატიმროში

სამართალი
52
Frontnews image description

ნიკა მელიას მორიგი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე არსებით განსახილველად სასამართლოს გადაეცა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელია არის ხელისუფლებისთვის მიუღებელი და ყველაზე ხანგრძლივი დროით რჩება საპატიმროში.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ნიკა მელიას მორიგი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე არსებით განსახილველად სასამართლოს გადაეცა, კერძოდ, ეპიზოდი ეხება სასამართლოს შეურაცხყოფას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე და ბრალდება თვეების შემდეგ წარედგინა.

მთავარი მტკიცებულება იყო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ვერ ადგენდა ხმის ვინაობას, რომლის საფუძველზეც ნიკას შეერაცხა აღნიშნული ბრალდება. თუმცა, საქმეში არის სასამართლოს თანამშრომლების, სხდომის მდივნის, მანდატურების და უსაფრთხოების თანამშრომლების ჩვენებები, რომლის საფუძველზეც, მოსამართლემ საქმე არსებით განსახილველად გადასცა. საქმის განხილვა 3 აპრილს ჩაინიშნა.

ნიკას მიმართ მერამდენე ბრალია უკვე ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სათვალავი გვაქვს არეული. ნიკა არის პოლიტიკური პატიმარი. ასევე, 2 დღეში არის ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვა, სადაც ნიკა ფიგურირებს, ისევე როგორც მთელი ოპოზიციური სპექტრი. ნიკა მელია, ჩვენი გადმოსახედიდან, არის ხელისუფლებისთვის მიუღებელი და იგი ყველაზე ხანგრძლივი დროით რჩება საპატიმროში", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები