Logo

ადვოკატი - როცა ასე არაფრიდან, ციდან ეცემა ადამიანს ასეთი კატეგორიის სიმძიმის ბრალდება, ასეთი ადამიანის დამოკიდებულება ძალიან მძიმეა

სამართალი
127
Frontnews image description

როცა ასე არაფრიდან, ციდან ეცემა ადამიანს ასეთი კატეგორიის სიმძიმის ბრალდება, ასეთი ადამიანის დამოკიდებულება ძალიან მძიმე არის, რა თქმა უნდა, - ამის შესახებ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში ფიგუტრანტი ძმები დავით და გიორგი მიქაძეების ადვოკატმა  გიორგი ყავლაშვილმა განაცხადა.

"სასამართლო იხილავდა, როგორც დაცვის ისე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებების დართვის დასაშვებობის საკითხს. არც ეს მტკიცებულებები, ისე როგორც მკვლელობის ორგანიზებასთან დაკავშირებით წარდგენილი მტკიცებულებები, არანაირ ინფორმაციას არ იძლევა. ეს ჩვენებები მიუთითებს, რომ უბრალოდ ფარცხალაძე იცნობდა მიქაძეებს, მიქაძეები იცნობდნენ ჯოხაძეს.

მას ნამდვილად არანაირი შეხება არ ჰქონია არც მოცემულ პირებთან, არც მოცემულ საქმესთან, არც მის ორგანიზებასთან, არც ინტერესი ჰქონია და არც მოტივი და როცა ასე არაფრიდან, ციდან ეცემა ადამიანს ასეთი კატეგორიის სიმძიმის ბრალდება, ასეთი ადამიანის დამოკიდებულება ძალიან მძიმე არის, რა თქმა უნდა", - განაცხადა ადვოკატმა.

პროკურატურამ დღევანდელ სხდომაზე მოითხოვა, ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეს იმ რუსი ბიზნესმენების ჩვენება დაერთოს, რომლებმაც ხელი ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს დაადეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები