Logo

ადვოკატი - როცა რომეო მიქაუტაძე ჩათვლის, რომ მას აქვს სურვილი, მსგავსი ნაბიჯები გადაიდგმება ბრალდების მხარის მიერ და მაშინ გაფორმდება საპროცესო შეთანხმება

სამართალი
330
Frontnews image description

როცა რომეო მიქაუტაძე ჩათვლის, რომ მას აქვს სურვილი, მსგავსი ნაბიჯები გადაიდგმება ბრალდების მხარის მიერ და მაშინ გაფორმდება საპროცესო შეთანხმება, - ამის შესახებ რომეო მიქაუტაძის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, რომეო მიქაუტაძის პოზიცია ამ დრომდე უცვლელია. 

“როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჩათვლის, რომ მას აქვს სურვილი, მსგავსი ნაბიჯები გადაიდგმება ბრალდების მხარის მიერ და მაშინ გაფორმდება საპროცესო შეთანხმება. მისი პოზიცია პირველივე დღიდან არის მყარი. ბრალდება და საქმის მასალები ჩვენთვის ცნობილია, შესაბამისად ყველა კითხვას ადეკვატური პასუხი გაეცემა.

რაც შეეხება მოწმეს, მოწმე გახლდათ ექსპერტი, რომელმაც გარკვეული საგნები და ნივთები შეისწავლა და მას შეფასება მისცა. დასკვნა გადმოცემული გვაქვს და ცნობილია რომეო მიქაუტაძისთვის და ამიტომ ჩავთვალეთ ეს მტკიცებულება უდავოდ", - განაცხადა მალხაზ სალაყაიამ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები